კვირა, ივნისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
კასპის მერმა ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლის ყოფილ მენეჯერს მადლობის სიგელი გადასცა

11-09-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, კასპის ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლის ყოფილ მენეჯერს ავთანდილ ჯალალს მადლობის სიგელი გადასცა.

 

ავთანდილ ჯალალი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელია, შემდეგში კი წარმატებული მწვრთნელი.

 

კასპში ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლა1987 წელს გაიხსნა, რომელსაც 36 წელი ავთანდილ ჯალალი უცვლელად ხელმძღვანელობდა.

 

წლების განმავლობაში ის წარმატებით უძღვებოდა კასპში ფეხბურთის განვითარებას. საუკეთესო პედაგოგმა მრავალი თოაბა აღზარდა და მათგან ბევრი ქვეყნის გარეთ, სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვანი გუნდის წევრი გახდა.

 

კასპის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ამაგდარ პედაგოგს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს, ხოლო ახალ მენეჯერს ბექა დაბრუნდაშვილს ტრადიციის წარმატებით გაგრძელებას.