გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: ვიცით ვინ არის ლომჯარია და საიდან ფინანსდება იგი - მისი გაერთიანება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საქართველოში ძალადობრივი ცვლილებები მოხდეს

11-09-2023

„ვიცით ვინ არის ლომჯარია და საიდან ფინანსდება იგი - მისი გაერთიანება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საქართველოში ძალადობრივი ცვლილებები მოხდეს. ზუსტად ამისთვის უნდათ საზოგადოებისთვის ავტორიტეტი სახეების გამოყენება.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ლომჯარიასნაირ გაერთიანებებში წევრიანდებიან, ან იციან, რომ ბოლო რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალებაა, ან ბრმად მიყვებიან ამ ყველაფერს.

 

„გლობალური ომის პარტიის მცდელობა იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ერთ სიბრტყეზე დაეყენებინა - გვახსოვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ამასთან დაკავშირებით. არაფერი გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობებს აგრძელებენ. არასამთავრობო სექტორის გავლითაც სცადეს საზოგადოების ნაწილის კონსოლიდაცია - ამანაც არ იმუშავა; ახლა უკვე ეროვნული მოტივები შემოიტანეს - რაღაც კლიპი ვნახე, სადაც ხაზგასმული იყო, რომ თითქოს ეროვნული თვითმყოფადობა კავშირშია ევროპულ იდენტობასთან და თითქოს ამ მხრივ მოდის ახალი ძალა და ამის გარშემო უნდათ საზოგადოების გაერთიანება. ჩვენი, „ხალხის ძალის“ მიზანია, ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ვიცით ვინ არის ლომჯარია და საიდან ფინანსდება იგი. მისი გაერთიანება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საქართველოში ძალადობრივი ცვლილებები მოხდეს. ზუსტად ამისთვის უნდათ საზოგადოებისთვის ავტორიტეტი სახეების გამოყენება, რომ თითქოს ეროვნულ ნიადაგზე შექმნილი გაერთიანებებით „გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი“, რომელსაც თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება.


იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გაერთიანებებში წევრიანდებიან, ან იციან, რომ ბოლო რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალებაა, ან ბრმად მიყვებიან ამ ყველაფერს და მათ კითხვა მაინც უნდა დასვან - ვის ემსახურებიან და საიდან იღებენ დაფინანსებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.