გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ჩვენი შვილების რუსებთან საზარბაზნე ხორცად გადაქცევის ცნობილი პოპულარიზატორის (გონჩარენკოს) შვილმა საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო - სასწავლებლად ამსტერდამში მამასთან ერთად წავიდა

15-09-2023

"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი უკრაინელი დეპუტატის, ალექსი გონჩარეკოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც გონჩარენკო თავის შვილთან ერთად არის ფოტოზე და წერს, რომ მისი შვილი ამსტერდამში ისწავლის.

 

ქართველიშვილი წერს, რომ ეს ის გონჩარენკოა, რომელიც ქართველების უკრაინის ომში მონაწილეობის პროპაგანდას ეწეოდა, საკუთარი შვილი კი, ომის დროს ამსტერდამში გაუშვა სასწავლებლად.

 

"ეს რაც ვიცით, და რამდენი არ ვიცით კიდევ. იმ უკრაინელი დეპუტატის, "ლიოშა" გონჩარენკოს სამობილიზაციო ასაკის უფროსი ვაჟი სასწავლებლად ამსტერდამში, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში წასულა მამასთან ერთად.

 

ჩვენი შვილების რუსებთან საზარბაზნე ხორცად გადაქცევის ცნობილი პოპულარიზატორის შვილმა საკუთარ ქვეყანასთან მიმართებითაც ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენმა ბავშვებმა უნდა იმუშაონ უკრაინის განვითარებისთვის და არა მისი განადგურებისაგან გამოსახსნელად“ - გაგვახსენა ოლექსი გონჩარენკომ ამ სიტყვებით დიდი ქართველი "პატრიოტის" დავით უსუფაშვილის ანალოგიური მოსაზრება.

 

ასე რომ, გონჩარენკოს შვილს აქვს არჩევანი: თუ მოინდომებს, კონფლიქტის დასრულების შემდეგ დაბრუნდება ქვეყანაში; თუ მოინდომებს, ევროპაში დარჩება. ეს "კარგი" არჩევანია. მას მოკლებულია გამანადგურებელ ომში გახვეული მოსახლეობის დანარჩენი, ჩვეულებრივი მოსახლეობა. ამ დღეებში კიევის რეჟიმის კულუარებში გაიჟღერა საკანონმდებლო ინიციატივის ნარატივმა - სამობილიზაციო ასაკი 16 წლიდან იწყებოდეს. ანუ, თავისებური "ზელე-იუგენდის" მსგავსი რამ უნდა შეიქმნასო. აბა რა ქნან, როდესაც შეძლებული, სამობილიზაციო ასაკის რეზერვისტები საზღვარგარეთ დეზერტირობას ამჯობინებენ," - წერს ქართველიშვილი.