გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ზურაბ ქადაგიძე: რუსეთის დადასტურებული აგენტი, კრემლის ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ხოშტარია ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციას ეწევა და არავის მის დასასანქცირებლად "არ სცალია”

15-09-2023

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ხოშტარია ხელისუფლების დაბომბვაზე საუბრობს.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, კრემლის ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ხოშტარია ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციას ეწევა და არავის მის დასასანქცირებლად "არ სცალია”.

 

“როდესაც გარკვეული პირები გადაწყვეტილებას იღებენ კონკრეტული ადამიანის სანქცირებაზე, ხოლო არავის არანაირ განმარტებას არ აძლევენ, რთულია, ბრაზი არ მოგერიოს. ასე მაგალითად, რუსეთის დადასტურებული აგენტი, კრემლის ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ხოშტარია ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციას ეწევა და არავის მის დასასანქცირებლად "არ სცალია,” - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.