გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი მიხეილ ბატურინის შეწყალებაზე: ქალბატონო სალომე, რას გვერჩით, ან ხართ თუ არა შერაცხადი, როდესაც ცეცხლს ეთამაშებით?

18-09-2023

"რამდენი ქვეყნის პრეზიდენტი მართავს საქართველოს, სალომე ზურაბიშვილის "მარიონეტებით"? რამდენი პრეზიდენტის უხეში ჩარევით ხდება ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის პენიტენციური სისტემიდან კრიმინალების გამოშვება?" – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელმაც 2021 წელს სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი შეიწყალა.

გიორგი ლორთქიფანიძესთან და მამუკა მამულაშვილთან ერთად, ბატურინი სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა საქართველოში არეულობის მოწყობის მთავარ ორგანიზატორად დაასახელა.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მეგობრების თხოვნით ისეთ მსჯავრდებულებს იწყალებს, როგორებიცაა ნიკა გვარამია, გიგი უგულავა, გიორგი რურუა და მიხეილ ბატურინი.

 

„რამდენი ქვეყნის პრეზიდენტი მართავს საქართველოს, სალომე ზურაბიშვილის "მარიონეტებით"? რამდენი პრეზიდენტის უხეში ჩარევით ხდება ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის პენიტენციური სისტემიდან კრიმინალების გამოშვება? თუ სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტი პირადი ბანკომატი ეგონა, ზურაბიშვილი ქართულ ციხეს საკუთარ "ჰარამჰანად" აღიქვამს, საიდანაც მეგობრების თხოვნით, უსაჩუქრებს მათ იქიდან პერიოდულად მოსაწონ "როსკიპებს".

 

ნიკა გვარამიას გამოშვება ზურაბიშვილის ხელით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა. უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა - ევროსაბჭოს პრეზიდენტმა "იჩუქა". როგორც კი სახელმწიფომ, როგორც ეს სუს-ის დღევანდელი ბრიფინგიდან გაირკვა, მომავალი ტერორისტი მიხეილ ბატურინი დააპატიმრა 2020 წლის ნოემბერში ისევ ზურაბიშვილმა გამოუშვა ციხიდან 2021 წლის 17 ივლისს პრეზიდენტ ზელენსკის "განკარგულებით". ქალბატონო სალომე, რას გვერჩით, ან ხართ თუ არა შერაცხადი, როდესაც ცეცხლს ეთამაშებით?

 

როდესაც ქვეყანამ შეძლო მიმდინარე წლის მარტის აქციებისთვის მოვლენათა სისხლიანი განვითარების სცენარის თავიდან არიდება - ზურაბიშვილი იყო ის ერთ-ერთი წამქეზებელი და თანამონაწილე, ვინც "რუსული კანონის" სტიგმატიზაციით ამხნევებდა ახალგაზრდებს "მოლოტოვის" კოკტეილების გამოყენებისათვის.

 

დღეს ზურაბიშვილი კიდევ ერთი, ჯერჯერობით ვერშემდგარი ტერორისტის, მიხეილ ბატურინის ციხიდან გამომშვებად მოგვევლინა და ეს უკვე ნამდვილად აღარაა სახუმარო საქმე. თუ ოქტომბერ-დეკემბრამდე ზურაბიშვილმა ციხიდან ყველა პოლიტ-ტერორისტი გამოუშვა რუსთაველზე გაშლილ "კარვების ქალაქში" ამას სუს-ი გაუმკლავდება? ან რა აზრი აქვს ტერორთან და ტერორიზმთან ბრძოლას, როდესაც მათი საკნების გასაღები ქალბატონ სალომეს ხელშია?“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.