« ოქტომბერი 2023 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |
18-09-2023
„საბა“ 2023-ის საიუბილეო დაჯილდოების თარიღი ცნობილია. „თიბისის“ ცნობით, ლიტერატურული პრემია „საბასთვის“ წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 21 წლის წინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და „თიბისი ბანკმა“ კონკურსი ერთად დაარსეს.
19 სექტემბერს, 21:00 საათზე შატო მუხრანში გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
„2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 11 ნომინაციაში გამოავლენს. წელს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი, რომელიც ჟიურიმ უკვე განიხილა და 8 ნომინაციაში ფინალისტების სიაც ცნობილია. ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგი ნომინაციებიდან: 1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი; 2. საუკეთესო პიესა; 3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა; 4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი; 5. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა; 6. საუკეთესო პროზაული კრებული; 7. საუკეთესო პოეტური კრებული; 8. საუკეთესო რომანი; 9. მკითხველის „საბა“; 10. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 11. მკითხველის „საბა“; 12. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.
დაელოდეთ, „საბა“ 2023-ის დაჯილდოებას 19 სექტემბერს, 21:00 საათზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ და „საბასა“ და „თიბისის“ Facebook გვერდებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.