გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის სოფელ უწერაში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

18-09-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფ. უწერაში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტი მოიცავს 5 კმ მაგისტრალური მილსადენის, სათვალთვალო ჭებისა და სეპტიკების მოწყობას.

 

მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს გარკვეული მითითებები მისცა.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი მაგისტრალური ქსელით სარგებლობას სრულად შეძლებს სოფ.უწერის მოსახლეობა.

 

პროექტის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 965 000 ლარი შეადგინა.