გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ხიდურელი: წელს პირველად, ჩვენი დახმარებით, მსჯავრდებულთა ხელნაკეთ ნივთებს მილანის მსხვილი საერთაშორისო გამოფენის ათასობით ვიზიტორი იხილავს

18-09-2023

"მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და "აწარმოე საქართველოში" ურთიერთთანამშროლობის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ტყავის პროდუქცია მილანში, ტყავის საერთაშორისო გამოფენა "Micam & Mipel Milano 2023"-ზე პირველად გამოიფინება", - განაცხადა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.


სააგენტოს დირექტორმა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ტყავის პროდუქცია პირადად დაათვალიერა რუსთავის #16 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ საწარმოში, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილთან და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორთან თამთა დემურიშვილთან ერთად სტუმრობდა.


მიხეილ ხიდურელის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ქართველ მსჯავრდებულთა ხელნაკეთ ნივთებს მსხვილი საერთაშორისო გამოფენის ათასობით ვიზიტორი იხილავს.


"მილანის ტყავის მწარმოებელთა საერთაშორისო გამოფენაში მსოფლიოს 130 ქვეყანა მონაწილეობს. სააგენტო წელსაც ტრადიციულად წარდგება აღნიშნულ გამოფენაზე ტყავის მწარმოებელი ქართული კომპანიებით. თუმცა, მოხარულები ვართ, რომ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, წელს პირველად შეგვეძლება უცხოელ შემსყიდველებსა და მომხმარებლებს ჩვენი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ხელნაკეთი პროდუქცია გავაცნოთ", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.


მისივე თქმით, სააგენტო სამომავლოდ გეგმავს მსჯავრდებულთა ხელნაკეთი პროდუქცია სხვა საერთაშორისო გამოფენებზეც გაიტანოს.


მილანის საერთაშორისო გამოფენა უმსხვილესი მოვლენაა ტყავის მწარმოებელი კომპანიებისათვის. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1500-მდე კომპანია მონაწილეობს და 45 000-მდე საერთაშორისო მყიდველი ესწრება.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მაღაზია "რე-მარკეტის" პროდუქცია - ტყავის საფულეები, ქამრები, ჩანთები და აქსესუარები.


"რე-მარკეტი" იუსტიციის სამინისტროს რესოციალიზაციის მარკეტია, რომელიც მსჯავრდებულებს ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ მცირე საწარმოებში, რომლებიც 3D პრინტერითა და გრავირების აპარატებით არის აღჭურვილი, პატიმრები აქსესუარებს ამზადებენ, შემდგომ კი პროდუქცია წერეთლის N8-ში მდებარე რესოციალიზაციის მარკეტში იყიდება.