გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება

19-09-2023

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქ.N10-ში და 26 მაისის ქ.N37 -ში არსებული ძეგლების რეაბილიტაცია დასრულდა.

 

თავდადებულის ქ.N10-ში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს. მოწესრიგდა შუშაბანდი, შეიცვალა ვიტრაჟები, აღდგა ღობის დაზიანებული ნაწილი, ძველი ჭიშკარი შეიცვალა ახლით. აღნიშნული შენობა ურბანული მემკვიდრეობის საინტერესო ნიმუშია. იგი გამოირჩევა მონუმენტურობით და ქვის ფაქტურის მქონე რუხი ქვის ფასადით.

 

ასევე, 26 მაისის ქ.N37 -ში აღდგა ძეგლის მთლიანი ფასადი, კერძოდ: მოხდა ფასადზე დაზიანებული და ჩამოვარდნილი ნაწილების აღდგენა/დამუშავება, შეიცვალა არსებული კარები და ფანჯრები, აღდგა კიბეები. მთლიანად შეიცვალა სახურავი.


პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქ N7-ში და ასათიანის ქ.N 20 არსებული ძეგლების, რომლებიც გამორჩეული შენობებია მასშტაბითა და ფასადის არქიტექტურული გაფორმებით. აღნიშნული ურბანული ძეგლების რესტავრირებისთვის დაიხარჯა 590 000 ლარი.