გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს, იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა

19-09-2023

ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყოფილმა ელჩმა სერიოზული პრობლემები შექმნა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

 

„ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა. თქვენ იცით, რომ ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა ყოფილმა ელჩმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, კონტრპროდუქტიული იყო მისი საქმიანობა. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის ამ დამოკიდებულებას და მისი ელჩობის პირობებში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი და დიდი ინტერესით ველოდები თანამშრომლობას ახალ ელჩთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.