გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკელების განცხადებით, საქართველოში მოლოტოვის კოქტეილით რომ პოლიციელი ცოცხლად უნდა დაწვა, თურმე ეს ყოფილა გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ამერიკაში ამისთვის შეიძლება დახვრიტონ ადამიანი

19-09-2023

„სამწუხაროდ, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია არ უყურებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არამედ უყურებს, როგორც სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს და ამის დასტურია ქალბატონი სალომე სამადაშვილის რამდენიმე კვირისწინანდელი განცხადება,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მან მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ საკუთარი განცხადებებით ისინი თავის თავს და მათ უცხოელ პარტნიორებს და საქართველოს საწინააღმდეგოდ მიმართულ მათ ზრახვებს ავლენენ.

 

„ქალბატონო ანა [ნაცვლიშვილი], სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ სძინავს, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და სხვათა შორის, ყველგან არის, სადაც საქართველოს ჭირდება. ამიტომ თქვენ მშვიდად იყავით - ვერც თქვენი ზრახვები და ვერც თქვენი პატრონების ზრახვები საქართველოს საწინააღმდეგოდ ვერ განხორციელდება. სუს-ს რომ სძინებოდა იმ ბრიფინგს კი ვერ ჩაატარებდა და დეტალურად ვერ აღწერდა პრევენციულ ღონისძიებას, რაც თქვენი და თქვენი პატრონების ზრახვების საწინააღმდეგოდ მოიმოქმედა.

 

რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რასაც მოჰყვა ჩვენი - „ხალხის ძალის“ განცხადება, სადაც ყველას და ყველაფერს დავარქვით თავისი სახელი. მინდა განსაკუთრებულად გამოვეხმაურო ქალბატონი სალომე სამადაშვილის განცხადებას. ამით მან აჩვენა, როგორია კლასიკური გამოსვლა უცხოური ძალების აგენტისა, როდესაც საუბრობს საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარი სახელმწიფოს თავდაცვას, პოლიციას და ყველა უწყებებს აბრალებს, რომ თურმე ეს ხალხი ემსახურება რუსეთს (ამოვიღოთ ვიდეოჩანაწერი და ვნახოთ). ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ უნდა წარმოადგენდე უცხოურ ძალებს საქართველოში.

 

ცნობილია, რომ ქალბატონი სამადაშვილი დადიოდა და დადის უცხოეთში და ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეცეს, ევროინტეგრაცია არ ეკუთვნის და ა.შ. ეს არის ცნობილი ფაქტი, მაგრამ დღეს მან დაადასტურა ეს და პრაქტიკულად გაშიფრა თავისი თავიც და რადიკალური ოპოზიციაც, რომელიც, სამწუხაროდ, აქ წარმოადგენს იმ უცხოურ ძალებს, რომლებიც ებრძვიან საქართველოს სახელმწიფოს. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახდა იძულებული, რომ პრევენციული ხასიათის ზომა მიეღო და ასეთი ბრიფინგი ჩაეტარებინა. საუბარია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ პროცესებზე და გამომდინარე აქედან, მინდა, საქართველოს საზოგადოებამ იცოდეს - ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოლიტიკა ყოველთვის იქნება ის, რომ ისინი შევაიარაღოთ სწორი ინფორმაციით.

 

დღეს დავწერეთ ჩვენს განცხადებაში, რომ შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, არ იმყოფება საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობებში. ძალიან ცუდია, რომ ამის გაცხადება გვიწევს, მაგრამ რეალური ინფორმაცია ხომ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტზე შტურმი თურმე ყოფილა დემოკრატია და მისი ორგანიზატორი უნდა გამოვიდეს ციხიდან, ხოლო კაპიტოლიუმზე შტურმის ორგანიზატორი უნდა დაისაჯოს, მათ შორის, ზოგიერთი - ადგილზე ლიკვიდაციით, ხოლო ზოგი 25-წლიანი პატიმრობით, თურმე ეს არის თურმე ერთი და იგივე სტანდარტი. ამერიკელების განცხადებით, საქართველოში მოლოტოვის კოქტეილით რომ პოლიციელი ცოცხლად უნდა დაწვა, თურმე ეს ყოფილა გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ამერიკაში ამისთვის შეიძლება დახვრიტონ ადამიანი, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობა.

 

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში საზოგადოებამ იცოდეს, რომ სამწუხაროდ, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია არ უყურებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არამედ უყურებს, როგორც სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს და ამის დასტურია ქალბატონი სალომე სამადაშვილის რამდენიმე კვირისწინანდელი განცხადება - აქ რას დავობთ, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, თუ არა, ამის შესახებ ზელენსკის უნდა ჰკითხონო. ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის? პრაქტიკულად, ეს ადამიანი შიფრავს თავის თავსაც და რადიკალურ ოპოზიციასაც - თურმე კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, თუ არ მოგვცემენ, ამას შუალედურ რგოლს - ზელენსკის შეეკითხება ამერიკის შეერთებული შტატები. ამასთან, ევროკავშირზეა საუბარი და რა შუაშია ამერიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში (კიდევ ერთხელ ვიმეორებ) სახეზე გვაქვს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა და ეს არის ყველაზე ცუდი და ეს არის რეალობა, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ჩვენ არავის ვერჩით, ყველასთან გვინდა სტრატეგიული ურთიერთობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებულ შტატებში საზოგადოება თავად მიხვდება, რომ რესპუბლიკელების კანდიდატს დაუჭირონ მხარი, იქნებ როგორმე ამ შემთხვევაში მაინც აღვადგინოთ ის პარტნიორული ურთიერთობები, რაც აქამდე, წლების განმავლობაში ჰქონდა საქართველოს ამერიკასთან,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.