გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოს პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

21-09-2023

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა. კანონპროექტში ცვლილება ერუშეთის ეროვნულ პარკში განხორციელებული სადემარკაციო სამუშაოების შედეგად იქნა შეტანილი.


აღსანიშნავია, რომ სადემარკაციო სამუშაოები ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან გაფართოების შემდეგ ხორციელდება. ერუშეთის ეროვნული პარკი ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 2021 წელს დაარსდა.


დემარკაციის შედეგად დაზუსტდა დაცული ტერიტორიების საზღვრები, გაიმიჯნა საზღვრებში მოხვედრილი მოსახლეობის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, დაცული ტერიტორიისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურული ობიექტები, ასევე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

 

ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის გაფართოებისშედეგადპარკისსაზღვრებში იყო მოხვედრილი.


დემარკაციის პროცესი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ივნისის №414 დადგენილების - „დაცული ტერიტორიების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად და ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.