22-09-2023
შეკითხვები ნამდვილად აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი ნაცრადიკალების ერთ-ერთ მორიგ ტრაგიკომიკურ პერსონაჟად გაფორმდა
“ანაკლიის პორტის პროექტში ოფშორელი რუსი ოლიგარქების პრომოუტერი ხაზარაძე "უმნიშვნელოვანესი" აქტივია "პროევროპელი" ზურაბიშვილისთვის”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
აბაშიძე პარტია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთან თანხვედრაშია.
აბაშიძის თქმით, შეკითხვები ნამდვილად აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი ნაცრადიკალების ერთ-ერთ მორიგ ტრაგიკომიკურ პერსონაჟად გაფორმდა.
“ნაცოპოზიციურ ფლანგზე კონსტიტუციის დამრღვევისთვის, სალომე ზურაბიშვილსთვის ეს "დიადი აღიარებაა" - ის უნისონშია სერტიფიცირებულ თაღლითთან, მამუკა ხაზარაძესთან. ანაკლიის პორტის პროექტში ოფშორელი რუსი ოლიგარქების პრომოუტერი ხაზარაძე "უმნიშვნელოვანესი" აქტივია "პროევროპელი" ზურაბიშვილისთვის.
შეკითხვები ნამდვილად აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი ნაცრადიკალების ერთ-ერთ მორიგ ტრაგიკომიკურ პერსონაჟად გაფორმდა. საბოტაჟის ფერხულში სამარცხვინოდ ჩართული ქალაბატონი პრეზიდენტი ჩაფლავებულ ნაცპროტესტებზეც რომ გამოჩნდნეს, აღარავის გაუკვირდება. არც ისიც, თუ ვადის ამოწურვამდე, "ლელოს" ან სხვა ნაცაქტივისტებს დაასაქმებს ორბელიანების სასახლეში.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.