გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სადაზვერვო სიტუაციური საველე სწავლება „შევარდენი-2023“ დასრულდა

23-09-2023

პირველი ქვეითი ბრიგადის საწვრთნელი ცენტრი „ხცისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაზვერვო სიტუაციური საველე სწავლება „შევარდენი 2023“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


სწავლებაში მონაწილეობას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დაქვემდებარებული ბრიგადების სადაზვერვო ქვედანაყოფები იღებდნენ. საჩვენებელ სწავლებაზე სადაზვერვო ჯგუფებმა მარშრუტის რეკოგნოსცირების, ჩასაფრებისა და კონტაქტზე რეაგირების ოპერაციები განახორციელეს. ადგილმდებარეობის წინასწარი შესწავლის მიზნით, ქვედანაყოფებმა სწავლებაში სადაზვერვო დრონები გამოიყენეს.


სწავლებაზე ქვედანაყოფებმა გაიარეს ტრენინგი სადაზვერვო დრონის, სადაზვერვო თერმული ხელსაწყოებისა და თერმული სამიზნეების გამოყენებაში.


სწავლების მიზანს აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ოპერაციების წარმოების სრულყოფა წარმოადგენდა.