გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

5-09-2018

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კონკრეტული ხაზების შეცვლას და შემცირებას აპროტესტებენ.

მძღოლების თქმით, შეიქმნა ისეთი ხაზები, რომლებიც ამ დრომდე არ ყოფილა და ქალაქისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს. 

"გამოიტანეს დადგენილება და გააუქმეს ხაზები, აღარაა საჭიროო. ვითხოვთ აღდგეს ძველი ხაზები"-განაცახდა ერთ-ერთმა მძღოლმა. 

ბათუმის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ემზარ ქავჟარაძის განცხადებით კი მძღოლებს უფლება აქვთ მხოლოდ ახლად დამტკიცებული მარშუტით იმოძრაონ. მისივე თქმით, ძველი სამარშუტო ხაზი არ აღდგება. 

"ამ სამარშუტო ხაზებზე კონკურსი საჯაროდ გამოცხადდა.  მძღოლებმა კონკურსში მონაწილეობა მიიღეს.  ვინც გადალახა ბარიერი, იმ სამარშუტო ტაქსებზე გაიცა ნებართვა , რომ მხოლოდ  დამტკიცებული სამარშუტო გზებით იმოძრაონ,“-განაცხადა ქავჟარაძემ.