გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ის ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს შეხვედრა

27-09-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, ქრისტოფერ ჰანსონს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა 20-წლიანი  თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესიშეაჯამეს.


სოლომონ პავლიაშვილმა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის წარმატების, ასევე, საქართველოში მარეგულირებელი ორგანოს დაფუძნების, ინფრასტრუქტურის მოწყობის და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები.


მინისტრის მოადგილემ აღნიშნა არაერთი საერთაშორისო მისიის ანგარიში, სადაც პროგრესად შეფასდა ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვალდებულებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად მიღებული 15-ზე მეტი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირდა მოსახლეობის და გარემოსდაცვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წელს მიღებული კანონი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“.


აშშ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონშილიდერი სახელმწიფოა  რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში. ხაზგასმით აღინიშნა უმოკლეს ვადაში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის, განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის და შედეგების მდგრადობის მნიშვნელობა.


მხარეებმასაქართველოს მიმდინარე გამოწვევები და არსებული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებიც განიხილეს. აშშ-ის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ქვეყნის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების სამომავლო მხარდაჭერისთვის  მზადყოფნა გამოთქვა.


შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.