გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

28-09-2023

ბათუმში ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აჭარისა და ბათუმის იმ წარმატებებზე ისაუბრა, რაც რეგიონს ტურიზმის მიმართულებით აქვს და აღნიშნა, რომ ბათუმი ტურისტული ღონისძიებების ჩატარების საუკეთესო ადგილად იქცა.


"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მხვდა წილად პატივი გავხსნა ბათუმის ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი. ბათუმი გახდა მოწინავე მასპინძელი სხვადასხვა ტურისტული ღონისძიებების. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ტურისტული ინფრასტრუქტურა რომელიც 6 მლნ ტურისტს მოემსახურება. ვმუშაობთ კუნძულის შექმნისთვის, რომელიც შემდეგ წლებში განხორციელდება და აჭარაში ვაშენებთ ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც იქნება საწინდარი აჭარისა და ბათუმის ტურისტული განვითარებისთვის. აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამებს ვგეგმავთ იმისთვის, რომ მოხდეს ინფორმაციის მიმოცვლა. რამდენიმე თვის წინ ბათუმის სტადიონი მსოფლიოში საუკეთესო ინფრასტრუქტურულ პროექტად იქნა იქნა აღიარებული. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ წლებში საერთაშორისო ღონისძიებებისთვის მუდმივი ლოკაცია გახდება, იმისთვის რომ ბევრი ღონისძიება დაიგეგმოს ამ მოედანზე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის ორმა წელმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა რეგიონის ტურისტულ მიმართულებას, მაგრამ აღდგენის პროცესი ძალიან დინამიურად მიდის და საამაყოა, რომ ტურბულენტური პერიოდის მიუხედავად, აჭარამ შეძლო დაჰბრუნებოდა პანდემიამდე არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებელს.


"დღეს ახალ ტრადიციას ვუყრით საფუძველს ბათუმის ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალის საქართველოში ჩატარებით. ამით ხელს ვუწყობთ 4 სეზონის დანიშნულების ტურისტული მიმართულებით ბათუმის გაძლიერებას. მსურს აღვნიშნო 4 ეროვნული პარკი, რომელიც არის აჭარაში და უმეტესობა აღიარებულია იუნესკოს მიერ. გვაქვს ამბიცია მოვინიშნოთ მსოფლიო რუკაზე, როგორც სასურველი ტურისტული ლოკაცია. ამისთვის საჭიროა ყოველთვის წინ ვიყუროთ"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.


პანელურ სესიაზე, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე უძღვება, საერთაშორისო მედიასაშუალებების EURONEWS, Wanderlust Travel Media, Emerging Europe, EARTHPIX ხელმძღვანელი პირები ფორუმის მთავარ თემებს განიხილავენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.


ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიების მიმართულებებს განიხილავენ.