გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: არ დაგვჭირვებია კარვები 2012 წელს, ისე მოვუგეთ არჩევნები სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს; თუ მაგრები არიან, ხალხი დაარწმუნონ საკუთარ სიმართლეში

30-09-2023

„მსოფლიო წინ მიდის, მათ შორის, პოლიტიკური ბრძოლის ფორმებითაც, ჩვენი ოპოზიცია კი ისევ წარსულში ჩარჩა“,-ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ჩიბურდანიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 30 წლის მანძილზე ახალი, კულტურული და მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის წესები დაამკვიდრა. ეს შეუძლია მხოლოდ ძლიერს და ხალხისთვის ანგარიშგასაწევ ძალას.

 

„მსოფლიო წინ მიდის, მათ შორის, პოლიტიკური ბრძოლის ფორმებითაც, ჩვენი ოპოზიცია კი ისევ წარსულში ჩარჩა. კარვები, ლეიბები და ქუჩის საბოტაჟი წარსულის ფორმებია და არსად შედეგი არ მოუტანია, მათ შორის, არც საქართველოში. ჩვენც ვშლიდით კარვებს რუსთაველზე ოპოზიციაში ყოფნისას, მაგრამ, როგორც ვშლიდით, ისევე ვიღებდით.

 

ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 30 წლის მანძილზე ახალი, კულტურული და მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის წესები დაამკვიდრა ხალხის დარწმუნება შენს სიმართლეში და არჩევნების მშვიდობიანი გზით მოგება. ეს შეუძლია მხოლოდ ძლიერს და ხალხისთვის ანგარიშგასაწევ ძალას. ქართული ოპოზიცია არც ერთია და არც მეორე. მათ ტყუილებს უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება. არც ჰყავთ ახალი სახეები, რომ ხალხის ახლებურად მოტყუება შეძლონ, ამიტომ ცუდ დღეში არიან. ერთადერთი გზა რჩებათ, უცხოელი ლობისტების და უკრაინელი მებრძოლების დახმარებით, რევოლუციის მოხდენა, რის საშუალებასაც მათ ხელისუფლება არ აძლევს.

 

როგორც ჩანს, უსაფრთხოების სამსახურს ბევრად უფრო მძაფრი ინფორმაცია აქვს ოპოზიციის მზაკვრულ გეგმებზე, რასაც ნაწილობრივ ვხედავთ კიდეც. მიუხედავად მათი გეგმებისა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ოპოზიციას არ გაჰყვება. ერთადერთი, ვისზედაც უცხოური გრანტების საშუალებით სერიოზულად მუშაობენ, არიან სტუდენტები, მაგრამ ამ სტუდენტობაშიც მათ წინააღმდეგ განწყობილნი გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე მხარდამჭერები.

 

აქედან გამომდინარე, კარვებისა და რევოლუციების მოწყობას ურჩევნიათ ჩვენს გზას გაჰყვნენ და ხალხთან იმუშაონ. არ დაგვჭირვებია კარვები 2012 წელს, ისე მოვუგეთ არჩევნები სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. თუ მაგრები არიან, ხალხი დაარწმუნონ საკუთარ სიმართლეში“, - წერს ჩიბურდანიძე.