გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რომეო მიქაუტაძე ენერგეტიკის სექტორში სამენტორო პროგრამის ოფიციალურ გახსნას დაესწრო

3-10-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამენტორო პროგრამის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. პროგრამა უახლეს ტექნოლოგიებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ახალგაზრდების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.


„განახლებადი ენერგიის უპირატესობების შესახებ ახალი თაობის მეტი ინფორმირებულობის გარეშე რთულია წარმატებული ენერგეტიკული პოლიტიკის განხორციელება. განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ასამაღლებლად და განსამტკიცებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის შიდა წარმოების უმეტესი ნაწილი ორიენტირებულია განახლებადი ენერგიის წარმოებაზე, აღნიშნული სფერო განსაზღვრულია ენერგოსექტორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რაც ასახულია დარგის განვითარების სტრატეგიულ და პოლიტიკის დოკუმენტში," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, პროგრამა ასევე მიმართულია ენერგეტიკის სექტორის მიმართ ახალგაზრდა კადრების დაინტერესების გაზრდისკენ.


„გვინდა, რომ ენერგეტიკაში ბევრი კვალიფიციური ახალგაზრდა ვიხილოთ. ამ მხრივ, სამენტორო პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია - პროგრამის შედეგად, სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ სიღრმისეულად გაეცნობიან ენერგოსექტორს, არამედ მათი ნაწილი აუცილებლად დაინტერესდება, სწავლა და შემდგომ კარიერაც ენერგეტიკის მიმართულებით გააგრძელოს," - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


სამენტორო პროგრამა ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რათა განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცივის სფეროს წარმომადგენელი გამოცდილი მენტორებისგან შესაბამისი ცოდნა და უნარები მიიღონ. მისი მიზანია, ამ ახალგაზრდების აღჭურვა ენერგეტიკის სექტორში მისაღწევად საჭირო ინსტრუმენტებითა და ექსპერტიზით, რათა მათ კარიერა ამ მნიშვნელოვან სფეროში აირჩიონ.


ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანი სტიდი და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.