გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის გამოფენაზე IFTM Top Resa ეცნობიან

3-10-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa მონაწილეობს.  მსოფლიოში ერთადერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის  მართვის ორგანიზაცია და ათამდე ტურისტული კომპანია ესწრება.


გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საფრანგეთის უმსხვილეს ტუროპერატორებთან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით შეხვედრებს მართავს.


 “პარიზის ტურისტულ გამოფენაზე 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან მოსულ სტუმრებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს შეუძლიათ გაეცნონ, იხილონ პრეზენტაციები პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ასზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს აღნიშნულ ღონისძიებაში“,-  განაცხადა მაია ომიაძემ.


IFTM Top Resa-ს ფარგლებში გამოფენის მონაწილეები საქართველოს სტენდთან ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. მიმდინარეობს საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები საქართველოს სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელი კურორტების, სათავგადასავლო, კულტურული, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით.


„ძალიან დიდი მოლოდინები  გვაქვს, როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებები იმართება. ვფიქრობ პირდაპირი ავიარეისები უფრო მეტად სტიმულაციას მიცემს როგორც ბიზნეს მოგზაურებს, ასევე ტურისტებს“, -ამბობს IBIS Styles-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მაკა ცხომელიძე.


„ქართული ტურისტული სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია IFTM Top Resa-ს გამოფენაში მონაწილეობა. ფრანგ მოგზაურებს დიდი ინტერესი აქვთ სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის კუთხით. ჩვენი კომპანია მრავალი წელია ორიენტირებულია ფრანგ ტურისტებზე. ყოველ წელს იზრდება ინტერესი. ვფიქრობ მეტი ტურისტი ეწვევა საფრანგეთიდან საქართველოს“,-აცხადებს ტურისტული კომპანია "პრომეთეა ვოიაჟერის" დამფუძნებელი შორენა ნინიაშვილი.

 

პარიზის ტურისტულ გამოფენაზე IFTM Top Resa  50 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავს.