გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის მეორე ნაწილი უფრო სევდიანი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი - მამუკა მდინარაძე

3-10-2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


მანამდე მდინარაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე „ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც“ არ ელოდა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კი მდინარაძე მიიჩნევს, რომ „იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის მეორე ნაწილი, პირველთან შედარებით უფრო სევდიანი აღმოჩნდა“.


„იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესის მეორე ნაწილი უფრო სევდიანი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. საქვეყნოდ აღიარებული იურისტები სტატუსს და კომპეტენციას ერთმანეთში ურევდნენ… დღის ბოლო ერთადერთი კითხვა დარჩა: ვერ ასხვავებენ თუ არ ასხვავებენ? ერთი 3-4 წლის ამბავი გამახსენდა. რამდენიმე მეგობარი და კოლეგა ვკამათობდით, რა დაჯდებოდა სინამდვილეში ქუთაისის პარლამენტის აშენება. ზოგმა 200 მილიონი თქვა, ზოგმა 60-70, ზოგმა 100. ბოლოს ერთმა შემოსწრებულმა კაცმა - მაქსიმუმ 200-300 ათასი ლარიო და შეწყდა კამათი. რაღა არგუმენტი უშველიდა“, - წერს მამუკა მდინარაძე.


ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პირადად არ ესწრება. ამასთან დაკავშირებით, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ შესაძლოა უპატივცემულობის გამოხატვას ნიშნავდა, ასევე ეს საქმის სრულყოფილად განხილვაში ხელის შემშლელი ფაქტორი იქნებოდა.


პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.


ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.


პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 4 ოქტომბერს გაგრძელდება.