გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: მთელმა საქართველომ მოისმინა რა ტიპის "ხელშეწყობას" ეწევა USAID-ი საქართველოს ახალგაზრდებში. ეს მათ "არა აქვთ არაფერი დასაკარგი", ეს მათ განიხილავენ "სახარჯ მასალად"

4-10-2023

„საქართველოს ვერ გადააქცევენ მორიგ პოლიგონად - ეს არის გამორიცხული“-, ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

 

ქართველიშვილის თქმით, რეალურად ახალგაზრდებს ამ ტრენინგებით ასწავლიან, თუ როგორ მომზადდეს მოლოტოვის კოქტეილი და როგორ უნდა დაესხან თავს პოლიციელებს, „საკუთარი ქვეყნის განვითარების“ მიზნით.

 

„ამაზე ვიძახი ზუსტად. ჩვენ ვაიძულეთ ცბიერი და ცრუ "პარტნიორი" თავის მართლების პოზიციაში ჩამდგარიყო. ჩვენ დღეს ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ მათ მზაკვრულ ჩანაფიქრებს. რა სასიამოვნოა სიცრუის მოსმენა, როდესაც ფლობ სიმართლეს. მთელმა საქართველომ მოისმინა რა ტიპის „ხელშეწყობას“ უწყობს ხელს USAİD-ი საქართველოს ახალგაზრდებში. ეს მათ "არა აქვთ არაფერი დასაკარგი", ეს მათ განიხილავენ "სახარჯ მასალად", ეს მათ ასწავლიან პოლონეთის ტყეებში, თუ როგორ მზადდება "მოლოტოვის" კოქტეილი, თუ როგორ უნდა დაესხა თავს პოლიციელს, „საკუთარი ქვეყნის განვითარების“ მიზნით.

 

მათთვის ქართველი ახალგაზრდა არის მორიგი ვიეტნამელი, ერაყელი თუ სირიელი ბავშვი სულ ერთია, ცოცხალი თუ განადგურებული თავის გეოპოლიტიკურ თამაშებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა წვლილი შეატანინეს ამ ბავშვებს საკუთარ "ნათელ მომავალში". საქართველოს ვერ გადააქცევენ მორიგ პოლიგონად - ეს არის გამორიცხული!“, - წერს ქართველიშვილი.