გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: "ხალხის ძალის" მიერ ამ მცირე პერიოდის განმავლობაში მიღწეულ მაქსიმალურ შედეგზე საუბარი დღეს ჩვენი მხრიდან უხერხული იქნებოდა; ამიტომ უბრალოდ დიდი მადლიერების გრძნობის გამოხატვით შემოვიფარგლები თქვენს მიმართ

4-10-2023

"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მოძრაობას ახალი წევრები შეემატნენ.

 

ქართველიშვილი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის საზოგადოებას და "ხალხის ძალის" სადეპუტატო გუნდს.

 

"დღეს 1 წელი შეგვისრულდა "ხალხის ძალის" ახალ წევრებს, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების დღიდან. თუ რით ვიყავით დაკავებულები ამ 365 დღის განმავლობაში, საჭირო იყო თუ არა ის ათასობით პუბლიკაცია, ტელეგამოსვლა, კომენტარი, საზოგადოების სწორი, დროული და წინმსწრები ინფორმირების მიზნით, თავად განსაჯეთ. გახდა თუ არა თქვენი ყოველდღიური ინფორმირებულობა უფრო ყოვლისმომცველი და ნაყოფიერი, თქვენი გადასაწყვეტია.

 

ამ ერთ წელიწადში არც ერთ ჩვენგანს ხვდა წილად არანაირი პირადი კარიერული წინსვლა თუ სხვა ტიპის პრეფერენციები, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გინების, ლანძღვის, მუქარის დონემ ყველანაირი ადამიანური "წითელი ხაზები" გადალახა.

 

ზოგიერთის ცხოვრებას ამ წელიწადში პირადი ტრაგედია დაემატა, ზოგიერთს მძიმე განსაცდელი ეწვია, მაგრამ ყველაფერი გადაილახა და არსად არ დაგვიხევია უკან, და არც რომელიმე დაბრკოლებამ, თუ ავტორიტეტების დონემ შეგვაშინა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. რომ არა თქვენი "ზურგის" ფაქტორი იმის ყოველდღიურ შეგრძნებაში, რომ სწორი და საჭირო საქმით ვართ დაკავებული, საზოგადო და პირადი განსაცდელების გადალახვა გაგვიჭირდებოდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სადეპუტატო წარმომადგენლობას - რომ არა თქვენი სიმტკიცე "ფრონტის წინა ხაზზე", ჩვენს დამხმარე ფუნქციასაც საერთო საქმის კეთებაში ნაკლები მოტივაცია და ეფექტურობა ექნებოდა. "ხალხის ძალის" მიერ ამ მცირე პერიოდის განმავლობაში მიღწეულ მაქსიმალურ შედეგზე საუბარი დღეს ჩვენი მხრიდან უხერხული იქნებოდა. ამიტომ უბრალოდ დიდი მადლიერების გრძნობის გამოხატვით შემოვიფარგლები თქვენს მიმართ. გვფარავდეს უფალი! ყველაფერი კარგად იქნება!" - წერს ქართველიშვილი.