გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა ოქრიაშვილი იმპიჩმენტზე: თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!

5-10-2023

როგორც „რუსული ოცნება“ აცხადებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმიტომ წამოიწყეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.


სამწუხაროდ, კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის მიერ მრავალჯერ გადაიწერა და მას შეიძლება „კობახიძის კონსტიტუციაც“ ეწოდოს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება- ამის სესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.


"მაშ, რა არის იმპიჩმენტის მთავარი მიზეზი ?! „რუსულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და რადგან პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ ენდობა და ხედავს რისკს, რომ ის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გაყალბებულ არჩევნებს თავის სახელს დაარქმევს, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას ნიშნავს, ამიტომაც გამოუცხადეს ბრძოლა.


ვითომ ოპოზიციური და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების გარეშე, იმპიჩმენტი ვერ შედგება. იმედი მაქვს,პარლამენტის არცერთი დამოუკიდებელი და რეალურად ოპოზიციონერი წევრი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის უკანონო იმპიჩმენტს.


მართალია, პროცედურა ფარული კენჭისყრით ტარდება, მაგრამ თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!" - აცხადებს ოქრიაშვილი.