გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკა სეფაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი 500 მილიონით გაიზარდა და ეს არის სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის დამსახურება, რომელიც ქვეყანას აქვს მშვიდობის და სტაბილურობის ხარჯზე

5-10-2023

„ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, მედიასთან 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტზე ისაუბრა.

 

როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, გაზრდილი ბიუჯეტის თანხა, მოხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

 

„საქართველოს ბიუჯეტი 500 მილიონით გაიზარდა და ეს არის სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის დამსახურება, რომელიც ქვეყანას აქვს მშვიდობის და სტაბილურობის ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ ეს დამატებითი ხარჯი წავა ჯანდაცვის მომსახურებაზე, განათლების სფეროზე და ა.შ.. ანუ, ეს მოხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას .

 

ეს არის ჩვენი მთავრობის და აღმასრულებლის ხელისუფლების მიღწევა, როგორც ეკონომიკური გუნდის შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედების, ასევე ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების კარგი მუშაობის შედეგი, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანაშია არის მშვიდობა, სტაბილურობა უსაფრთხოება და რომლის გარემოშიც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად განვითარდეს“, - განაცხადა სეფაშვილმა.