გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5-10-2023

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმს ხელი, ეფექტიანი თანამშრომლობის დამყარების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოაწერეს.


თანამშრომლობის მემორანდუმის მთავარ მიზანს წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა, ამ მიმართულებით სასწავლო აქტივობების ჩატარება და სამართლებრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.


მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შემუშავდება ადამიანის უფლებებზე, წამებასა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ერთობლივი ღონისძიებები. დაგეგმილია საინფორმაციო ხასიათის პანელური დისკუსიების, კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება.


ღონისძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე და დირექტორის თანაშემწე სალომე დუდუჩავა ესწრებოდნენ.