გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე: უკვე მერამდენედ, მსოფლიო ტერორიზმისგან გამოწვეული უმძიმესი შედეგების წინაშე დგას

7-10-2023

"სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე ერს და ქვეყანას. უფალი ფარავდეს ისრაელს ამ მძიმე პერიოდში," - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე პროცესებს.

 

მისი თქმით, მსოფლიო უკვე მერამდენედ ტერორიზმით გამოწვეული უმძიმესი შედეგების წინაშე დგას.

 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელში ტერორისტული ჯგუფის "ჰამასის" შეტევის შედეგად დაღუპული ისრაელის მოქალაქეების გამო.

ტერორიზმს არა აქვს ეროვნება და არა აქვს საზღვარი. უკვე მერამდენედ, მსოფლიო ტერორიზმისგან გამოწვეული უმძიმესი შედეგების წინაშე დგას.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე ერს და ქვეყანას. უფალი ფარავდეს ისრაელს ამ მძიმე პერიოდში.


უფალი ფარავდეს ჩვენს თანამოქალაქეებს ისრაელში. საქართველოს საელჩო ისრაელში ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად," - წერს ხუნდაძე.