8-10-2023
ეროვნულ დონეზე სატყეო სექტორის შესახებ ცნობიერების დონის შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევა მოიცავს სატყეო განათლების, ტყეების მნიშვნელობის, ტყით მდგრადი სარგებლობის, ენერგოეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის შესახებ განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასებას საქართველოს მოსახლეობაში;სატყეო სექტორში არსებული საკითხებისმიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესწავლასა და ტყით სარგებლობის მიმართულებით ქცევითი პრაქტიკის ანალიზს.
კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიზნით ტყით გამოკითხულთა 30%-მა ისარგებლა. თბილისსა (83%) და ქალაქის ტიპის დასახლებებში (61%) მცხოვრები რესპონდენტები ტყეს მეტწილად დასვენების მიზნით იყენებენ. სოფლის ტიპის დასახლებებში რესპონდენტები დაახლოებით თანაბრად მიუთითებენ ტყითსარგებლობაზე დასვენების (38%) და მერქნული რესურსების მოპოვების (35%) მიზნით. ასაკის ზრდის პარალელურად, იკლებს იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ტყეს დასვენების მიზნით იყენებს. რესპონდენტთა მხოლოდ 24% ამბობს, რომ სმენია ენერგოეფექტური ღუმელების შესახებ. რესპონდენტთა70%-ს მიაჩნია, რომ ტყის შესახებ არსებული საკანონმდებლო ნორმების აღსრულება სრულყოფილად არ ხდება.ყოველი მეორე რესპონდენტის აზრით (52%), საქართველოში ადეკვატური სატყეო განათლების მიღება შესაძლებელია. გამოკითხულთა თქმით, სატყეო განათლების გავრცელებით, საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს სხვადასხვა სარგებელი:გაუმჯობესდება ეკოლოგიური ფონი და მოსახლეობა იცხოვრებს უსაფრთხო გარემოში, შემცირდება ხეების უმიზეზო ჩეხვა, ტყეების სახითიარსებებს მნიშვნელოვანი ქარსაცავი ზოლი და სხვა.
კვლევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის დახმარებით ჩაატარა. კვლევა მოიცავდა როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტებს - შეირჩა ფოკუს ჯგუფები, ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები, გავრცელდა კითხვარები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფში.
კვლევის შედეგების გაზიარების მიზნით გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, პროექტის „ECO.Georgia” დირექტორი ლუთსიარჩინსკი, გარემოსდაცვითი განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
კვლევაჩატარდა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიისგანვითარებისადათანამშრომლობისსააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.