გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ახალი ეტაპის დასაწყისია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში

11-10-2023

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის იმ სავაჭრო პოლიტიკასთან, რომ გვქონდეს გახსნილი სავაჭრო ურთიერთობები საინტერესო, პერსპექტიულ ქვეყნებთან, რაც მოგვცემს საშუალებას, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ, გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა და ეს ყველაფერი ხელს უწყობდეს ეკონომიკურ ზრდას" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დუბაიში განაცხადა, სადაც დღეს ოფიციალურად მოეწერა ხელი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (CEPA).


მისი თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროები ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკაა მსოფლიოში და განსაკუთრებით სამაგალითოა, თუ როგორ შეძლო მოკლე დროში ქვეყანამ ტრანსფორმაცია. მინისტრის განცხადებით, დღეს საამიროები არის ცენტრი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით და ძალიან საინტერესოა საქართველოსთან ამ ქვეყნის თანამშრომლობა.


„რა თქმა უნდა, ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი დოკუმენტია, არაბული ბიზნესისთვისაც საინტერესოა საქართველო, ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბლოკთან - ეს არის როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე ჩინეთი და რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოში ინვესტორ კომპანიებს, ამ ორი მსხვილი ბაზრის შედეგებით ისარგებლოს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელშეკრულება ახალი ეტაპის დასაწყისია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


ლევან დავითაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეიქმნა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის 2022 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგად, როდესაც უმაღლეს დონეზე გამოცხადდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რომელიც მემორანდუმის ფორმატში გაფორმდა 2023 წელს და რომელიც დადებითად უკვე აისახება ეკონომიკურ შედეგებსა და რიცხვებში.


საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას დუბაიში ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.


დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები.