გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი: ვიმედოვნებ, ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით სრულად ისარგებლებს ორივე ქვეყნის კერძო სექტორი

11-10-2023

საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის განცხადებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ქვეყნებს შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს. დოკუმენტს დუბაიში დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.


თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს საკმარისად მყარი საფუძველი აქვს, რაც 2022 - 2023 წლებში გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაში აისახა.


„დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდამდე გაიზრდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, რადგან გამარტივდება ორ ქვეყანას შორის საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, გაიზრდება ეკონომიკური, სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობისა და ინვესტირების შესაძლებლობა როგორც საქართველოსთვის, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით სრულად ისარგებლებს ორივე ქვეყნის კერძო სექტორი" - აღნიშნავს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი.


გაფორმებული შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებული საამიროების 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი გაიხსნება ქართული პროდუქციის 97,5%-ზე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.