გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ იუსტიციის დღეს

11-10-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს იუსტიციის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.


"საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ იუსტიციის დღეს.


ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, ამავე დროს - თითოეულ თქვენგანს; თქვენი ყოველდღიური შრომა საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენს ქვეყანაში ამ პრინციპების განუხრელი დაცვისა და გაძლიერებისათვის; თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება გადამწყვეტ როლს თამაშობს სამართლიანი, ძლიერი, თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.


მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.