გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალებს სასათბურე მეურნეობების მოწყობის საპილოტე პროგრამა გააცნეს

12-10-2023

სოფლის განვითარების სააგენტოსა და  გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის” სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს.


პროგრამის დახმარებით,  ქალ ფერმერებს საშუალება ეძლევათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არაუმეტეს 90% (მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს. 


საპილოტე პროგრამა ჩოხატაურის, ვანის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განხორციელდება;   პროგრამაში რეგისტრაცია 20 ნოემბერს  დაიწყება. 


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ესწრებოდნენ. 


პროგრამა საპილოტე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ  ქალებს შესაძლებლობას აძლევს, ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. 


,,საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, გასულ წელს, ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში  განხორციელდა; პროგრამის  ფარგლებში,38  ქალს  828,595  ლარით სასათბურე მეურნეობის მოწყობა დაუფინანსდათ.