12-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლე ანიკო ლევაი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ.
პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებმა მონასტერი მოილოცეს. ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია თეოდორამ უმასპინძლა.
მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებს საჩუქრად აზარფეშა და უძველესი ქართული ქვევრის სუვენირი გადასცეს, ასევე − მონასტრის დედების მიერ ამოვლებული ჩურჩხელები, კალენდარი და ბუკლეტი წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ.