შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ონში თანამედროვე სტანდარტების აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

17-10-2023

ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოების (I ეტაპი) მიმდინარეობს.

 

პროექტი გულისხმობს ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას. აშენდება ღია და დახურული სავაჭრო ფართები, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.

 

პროექტის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლის დასრულება 2024 წლის ივნისის თვეში იგეგმება.

 

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ურბან სინერგი“ ახორციელებს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა - 1 411 734 ლარს შეადგენს.