გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: ნიკა გვარამიას სტატუსის მიხედვით, სადაც წერს, რომ სამი მოსამართლე გვყავს საკონსტიტუციო სასამართლოშიო, თავისთავად ცხადია, რომ ეს მოსამართლეები პოლიტიკურად ანგაჟირებულები და რადიკალური ოპოზიციის გავლენის ქვეშ არიან

17-10-2023

„საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, გასაკვირი არ არის“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტებმა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, თითოეული მუხლი და დეტალი განმარტეს, რითაც ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. თუმცა, დეპუტატისთვის გასაკვირი აღმოჩნდა ცხრიდან სამი მოსამართლის პოზიცია, რომელთაც აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს.

 

„არ ველოდი იმას, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან სამს განსხვავებული მოსაზრება ექნებოდა, რადგან ეს ძალიან მარტივი, აშკარა შემთხვევა იყო. ამის შესახებ თვითონ პრეზიდენტმა ისაუბრა უცხოური მედიის ერთ-ერთ ღია ეთერში, რომ დიახ, მთავრობის ნებართვის გარეშე ვარ წამოსულიო. აქ ორი აზრი აღარ არსებობს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტებმა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, განმარტეს თითოეული მუხლი და დეტალი, როგორც ამას იურიდიული პროცედურა მოითხოვდა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, გასაკვირი არ არის. იმ სამი მოსამართლის პოზიციას, რომელთაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს, ჯერ არ გავცნობივარ. იურისტი არ ვარ და ამიტომ, იურისტებს გამოვკითხავ, თუ რაშია მათი მოსაზრებები განსხვავებული.

 

თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ფეისბუქზე გადავაწყდი ნიკა გვარამიას სტატუსს, სადაც წერს, რომ სამი მოსამართლე გვყავს საკონსტიტუციო სასამართლოშიო. თავისთავად ცხადია, რომ ეს მოსამართლეები პოლიტიკურად ანგაჟირებულები და რადიკალური ოპოზიციის გავლენის ქვეშ არიან. ასევე, გავიხსენოთ ის ფაქტი, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა და ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მან ერთი თვით ადრე, წინასწარ იცოდა. ამ ფაქტებზე მოსახლეობა თავად გააკეთებს დასკვნას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.