გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

17-10-2023

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და  USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც ორგანული სასუქის  წარმოება დაიწყო.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედმა შპს „ბიოვიტამ“ ორგანული სასუქის საწარმოს შექმნისათვის  500,000 აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. კომპანიამ  ისარგებლა სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტითა  და  Usaid-ის სოფლის განვითარების პროგრამის გრანტით. საწარმოში, სადაც 1,000 ტონა სასუქი იწარმოება 5 ადამიანია დასაქმებული.  აღსანიშნავია, რომ შპს „ბიოვიტა“ ორგანულ სასუქს საქართველოში  მოპოვებული ნედლეულით აწარმოებს და  პროდუქციის რეალიზაციას  ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

 

სოფლის განვითარების სააგენტო  პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ 2013 წლიდან  ახორციელებს. მისი მიზანიასოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამამუშავებელი და შენახვა რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობის მიზნით  ფერმერებისა და მეწარმეების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი სახსრებით.შეღავათიანი აგროკრედიტი აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია საქმიანობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ეს იქნება ძირითადი თუ საბრუნავი საშუალებების საჭიროება.