გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ამილახვარმა და ჯაბა სამუშიამ თსუ-ში განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს

17-10-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი თსუ რექტორთან, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად, უნივერსიტეტსა და უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.


უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთან შეხვედრას თსუ-ს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები, შვიდივე ფაკულტეტის დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის, უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი და სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტული მიმართულებების საკითხი. მინისტრი ასევე, უნივერსიტეტებში ინტერნაციონალიზაციის პროცესს შეეხო. ისაუბრა ერასმუს პლუსის პროგრამის შესაძლებლობებზე, ონლაინ და დისტანციური სწავლების განვითარებაზე, უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამებზე.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა და საუნივერსიტეტო გამოწვევებზე ერთობლივად მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.


შეხვედრის ფარგლებში, რექტორმა ჯაბა სამუშიამ მინისტრს და საუნივერსიტეტო საზოგადოებას სიახლეები გააცნო და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.


რექტორი შეეხო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სტიპენდიების გაორმაგებისა და სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაფინანსების საკითხს. მისი ინფორმაციით, თსუ-ში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში ყველა სასწავლო სივრცე სრულად მოეწყობა. რექტორმა სტუდენტური საცხოვრებლისა და ახალი ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა თსუ მედიცინის ფაკულტეტისთვის საკუთარი კლინიკის შესყიდვაზე, მე-6 კორპუსის რეაბილიტაციაზე, შიდა და გარე სივრცეების, სტუდენტური კუთხეების მოწყობაზე ყველა კორპუსში. მისი თქმით, დაგეგმილია საგამოცდო ცენტრის რეაბილიტაცია და აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით, რაც შესაძლებელს გახდის გამოცდების ელექტრონული ფორმატით ჩატარებას”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.