გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა, ეს არის მთავარი

17-10-2023

ვინ თქვა, ეს ერის სინდისიაო?! ეს არ არის საინტერესო ჩემთვის, მე ცალკეული მოსამართლეების განცხადებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე 3 მოსამართლის პოზიციას ეხებოდა, რომლებიც ამბობენ, რომ ერის სინდისია პრეზიდენტი.


პრემიერის თქმით, ამ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა.


„მე შევაფასე ზოგადად ეს ფაქტი და მოვლენა, რაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გულდასაწყვეტი ფაქტი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ ვაჩვენეთ დემოკრატიულობა, ევროპელობა ნამდვილი, ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა, ეს არის მთავარი. რაც შეეხება მოსამართლეებს, გასაგებია, რომ ეს მოსამართლეები ალბათ მიკერძოებულნი არიან თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი, არ მინდა კომენტარი გავაკეთო მოსამართლეების ცალკეულ განცხადებებზე ან მათ მოტივაციაზე", - განაცხადა პრემიერმა.