გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ, ფორმულა, რა ფარცხალაძეზე მელაპარაკებით? კეზერაშვილი, მთავარი კორუმპირებული, რომელმაც გაძარცვა ევროპა, ჩვენი ჯარი, ბიზნესი დაარეკეტა, მილიარდზე მეტი აქვს მოპარული ევროპაში და აფინანსებს თქვენს ტელევიზიებს

17-10-2023

არასერიოზულია. საერთოდ რას დადიხართ ყოველ შაბათ-კვირას ჩემს მშობლიურ სოფელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზურაბ გონაშვილს ეხებოდა. ჟურნალისტის თქმით, ის თავს დაესხა მოქალაქეს.


„არასერიოზულია თქვენი შოუები, აბსოლუტურად არასერიოზულია, სასაცილოა, ყოველ შაბათ-კვირას დადიხართ ჩემს სოფელში, რას დადიხართ? რატომ დადიხართ?", - განაცხადა პრემიერმა.


კითხვაზე, ნაცემი არის თუ არა ეს მოქალაქე, პრემიერის თქმით, ეს არის ტყუილი.


„თქვენ აკეთებთ რაღაც უაზრო სკანდალებს. იმდენად არასერიოზული საკითხია, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაიმეს აკეთებთ, თქვენ ხართ ტყუილის გამავრცელებლები. ძალიან პოპულარული გახადეს ეს ადამიანი, გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება ფარცხალაძის თემაზე.


„აი თქვენ, ფორმულა, რა ფარცხალაძეზე მელაპარაკებით? კეზერაშვილი, მთავარი კორუმპირებული, ლეგენდა კაცი, რომელმაც გაძარცვა მთელი ევროპა, გაძარცვა აგერ ჩვენი ჯარი, ბიზნესი დაარეკეტა, მილიარდზე მეტი აქვს მოპარული ევროპაში და აფინანსებს თქვენს ტელევიზიებს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.