გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Mastercard-თან თანამშრომლობას აღრმავებს

17-10-2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე Mastercard-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ნიკოლა ვილას და კორპორაციის აღმოსავლეთ ევროპის ვიცე-პრეზიდენტს, ენგინ იასარს შეხვდნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


მათივე ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კორპორაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაული დაესწრო.


„შეხვედრაზე Mastercard-თან თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განხილეს. 2020 წლიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კორპორაციასთან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც, Mastercard ადმინისტრაციას საჭირო მონაცემებს აწვდის, რაც ეხმარება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სწორად სამიზნე ბაზრები განსაზღვროს, მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი ტენდენციები შეაფასოს და შედეგად, სათანადოდ დაგეგმოს მარკეტინგული კამპანიები.


Mastercard-თან თანამშრომლობა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას, მოგზაურობის დაგეგმვას, მონაცემების მიღებას და სხვადასხვა ტურისტულ სერვისებს უწყობს ხელს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.