გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ამილახვარი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტებს შეხვდა

17-10-2023

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და მათთან უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა.


 მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და SDSU-ს შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და 500-ზე მეტი კურსდამთავრეbული მართლაც წარმატებული პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითია.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია.


სტუდენტებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სან დიეგოს უნივერსიტეტის გლობალ-კამპუსის დეკანმა იან გიბსონმა, SDSU-საქართველოს დეკანმა ჰალილ გუვენმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ.


საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში,სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება, ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.