გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე: თუ მესამე მსოფლიო ომის თეორიულ პერსპექტივებზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს ისეთი ფეთქებადსაშიში რეგიონია, საიდანაც შესაძლებელია დაიწყოს შეუქცევადი პროცესები

18-10-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი, რაც ცალსახაა, შემთხვევითობა გამორიცხულია.

 

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დაინტერესებულია კონფლიქტის გაგრძელებით და არა მისი მყისიერი მოგვარებით და მოლაპარაკებების მაგიდასთან პროცესების გადატანით. რით დაიწყო და ვის რაში აწყობს ეს? დღეს ისრაელში ოთხმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პირადად იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა 7 ოქტომბერს. ვინ არიან ისინი? ისინი არიან ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, კონტრდაზვერვის სამსახურის, სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსები და ფინანსთა მინისტრი.

 

ოთხივე ნეთანიაჰუს კაბინეტის წევრები არიან და სამი მსოფლიოში უძლიერესი, ყოველ შემთხვევაში მე ბავშვობიდან ასე ვიცოდი, სპეცსამსახურების პირველი პირები, თან ისეთი სპეცსამსახურების, რომლებიც თანამშრომლობენ ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურთან, ისეთ სამსახურთან, რომელსაც აღრიცხული ჰყავს „ჰამასის“ თითოეული წევრი თავის ოჯახის წევრიანად მთელს მსოფლიოში. ანუ გამოვრიცხოთ შემთხვევითობა.

 

ეს მოხდა ან თავად ნეთანიაჰუს კურთხევით, რაც ძალიან საეჭვოა, ან იმ ძალების, რომელთაც აქვთ გავლენა ამ სამსახურებზე, ან იქ მომუშავე კონკრეტული თანამდებობების პირებზე. ვთქვათ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რაში უნდა აწყობდეთ, რაში მდგომარეობს მათი ტაქტიკური და სტრატეგიული დაინტერესება? ნეთანიაჰუს მთავრობა გაიგივებულია რესპუბლიკელებთან, ტრამპის მთავრობასთან, თანამშრომლობასთან, მშვიდობასთან და ა.შ. მისი მინისტრთა კაბინეტის აყირავების მცდელობა იყო გაზაფხულზე, ე.წ. სასამართლო რეფორმის ირგვლივ ატეხილი „მაიდანიზაციის" მცდელობით, რაც ნეთანიაჰუმ უკუაგდო, ჩაახშო და გარკვეული დრო ტაქტიკურად მოიგო“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

იმაზე საუბრისას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ქართველიშვილი ამბობს, ამოცანები, რომელიც შტატებს გააჩნდა, არ არის შესრულებული.

 

„ამერიკის მისია დარჩა შეუსრულებელი. მე მგონი, ახლა მიმდინარეობს ამ მისიის შესრულების მეორე აქტიური ფაზა, იმიტომ, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ამბავი, ნეთანიაჰუს მთავრობის ამ აღიარებების ფონზე, არ მგონია მას და მის მთავრობას ეპატიოს ეს შეცდომები. მითუმეტეს, რომ ამ „შეცდომებს“ მოყვა ორივე მხრიდან, კოლოსალური მსხვერპლი, მათ შორის ბავშვების. როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი იძლევა ასეთ დირექტივებს - ჯერ არ გინდათ, ჯერ გაგრძელდეს, ეს „გაგრძელდეს“ ნეთანიაჰუს წისქვილზე ასხამს წყალს, თუ პირიქით? ჩემი აზრით პირიქით იმიტომ, რომ იზრდება ალბათობა უკმაყოფილების, მშვიდობიანი მოსახლეობის რიგებში კიდევ უფრო დიდი მსხვერპლის და ნეთანიაჰუ, ჩემი აზრით, ჰგავს ადამიანს, რომელიც ამ ხაფანგში შემოიტყუეს. დღეს ამ ამბების ორგანიზატორი წელავს პროცესებს იმ მომენტამდე, სანამ არ იტყვის - მორჩა, პროგრამის მინიმუმს მივაღწიეთ. არ არის გამორიცხული, რომ იგივე დიპლომატები, რომლებსაც ახლა დეესკალაციას უკრძალავენ, მოგვევლინონ პირველი მშვიდობისმყოფელების როლში და მათ დაუბრუნონ მშვიდობა რეგიონს იმიტომ, რომ ამ ყველაფერს აქვს თავისი პოლიტიკური ლოგიკა - დემოკრატებს უახლოვდება არჩევნები და რა პოლიტიკური მზითვებით ხვდებიან ისინი არჩევნებს? ავღანეთის ოპერაცია კრახით დასრულდა.

 

ამერიკელები კი არ წავიდნენ, გაიქცნენ და თალიბებს დაუტოვეს 92 მილიარდი დოლარის შეიარაღება და ინფრასტრუქტურა. უკრაინაშიც მოდი ვთქვათ, რომ ძალიან კარგად მისდითო საქმე, ასე არ არის. აღმოსავლეთში ვითარება კი ორმაგ დატვირთვას ატარებს - გადაიტანონ ყურადღება სხვა რეგიონში და მივიწყებას მიეცეს უკრაინა და ავღანეთი და მთელი ყურადღება გადაიტანონ ისრაელზე, იქ რა მოხდება. თუ მესამე მსოფლიო ომის თეორიულ პერსპექტივებზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს ისეთი ფეთქებადსაშიში რეგიონია, საიდანაც შესაძლებელია დაიწყოს შეუქცევადი პროცესები, მაგრამ ამავდროულად მიმზიდველია იმისთვის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოასწროს, მოირგოს მშვიდობისმყოფელის მანტია მაშინ, როდესაც ჩათვლის, რომ შეუძლია შეცვალოს თავის პოზიცია. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე მაქსიმუმ, იმიტომ, რომ მეტს ვერ გაწელავენ, რადგან სიტუაცია ისეთი ფეთქებადსაშიშია, რომ პროცესებს ვეღარაფერი შეაჩერებს,“ - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.