გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი აპლიკაცია hi app შექმნა

18-10-2023

ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობა და მათზე მორგებული პროდუქტების შექმნა თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.


ამ მიზნით შეიქმნა ახალი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის - hi app, რომლის საშუალებით მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები. აპლიკაციის გადმოწერა და მოხმარება სრულიად უფასოდ შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს.


ვიდეო: https://www.facebook.com/tbcforyouth/posts/pfbid02XtcR2CgVWKsNdA7JiGXN5o5PBT7MVxuqkUovmg19sZk1cY6aYhpg3AY5SdQpJLgUl

აპლიკაცია მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან hi app მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, აკონტროლონ თავიანთი შვილის ფინანსები და ნახონ მისი ტრანზაქციები.

hi app-ით მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა:

  • ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
  • მობილური ბალანსის შევსება
  • მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა და გამოყენება
  • ბალანსის შემოწმება
  • გადახდის დღიური ლიმიტის კონტროლი


აპის გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს:

  • მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან ციფრული ბანკის მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.
  • თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, მოსწავლის ბარათის შეკვეთის დროს, კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს რომ სურს hi app-ის გააქტიურება და ფილიალში ბარათის აღების დროს მოითხოვოს აპლიკაციაზე წვდომის ჩართვა.
  • იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის ციფრული ბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.

hi app-ის გასააქტიურებლად მიჰყევი ბმულს: https://onelink.to/pa36an