გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ჩვენს შვილებს ვეტყვით, რომ პრეზიდენტმა ომისთვის გაწირა ქვეყანა, ხმა არ ამოიღო მაშინ, როდესაც ხელისუფლებას წნეხის ქვეშ ამყოფებდნენ ომში ჩასართველად

18-10-2023

“მე ჩემს შვილს ვეტყვი, რომ მას ჰყავდა მოღალატე პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა არ დაიცვა უკიდურესად დაძაბულ პერიოდში. ვეტყვი იმასაც, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოში ტყვიების ზუზუნის ხმას ველოდით,  ზურაბიშვილი თავისი შვილების კარიერაზე ზრუნავდა პოლიტიკური აგენტობის სანაცვლოდ,” - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

 

მისი თქმით, ზურაბიშვილმა დაარღვია არა მხოლოდ კონსტიტუცია, არამედ ქართველობისთვის დამახასიათებელი ყველა პრინციპი.

 

"სალომე ზურაბიშვილის აკანკალებული ხმით თავის მართლება და ევროპის სახელს ამოფარება ვერ ჩამორეცხს იმ ცოდვას, რასაც კონსტიტუციის დარღვევა ჰქვია. უფრო მეტიც, ვერ ვაპატიებთ იმ სიჩუმეს, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა გადარჩენა და ერთი სიტყვა არ თქვა ამისთვის. რატომ მაშინ არ აიმაღლა ხმა, როდესაც პრემიერს და მთელს ხელისუფლებას წნეხის ქვეშ ამყოფებდნენ უცხოეთიდან ომში ჩასართველად. რისთვის გაიმეტა ქვეყანა? ომისთვის? ნგრევისთვის? განადგურებისთვის ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ქართველები? და ეს არის ქვეყნის პრეზიდენტი?


ზურაბიშვილმა დაარღვია არა მარტო კონსტიტუცია, არამედ ქართველობის ყველაზე დიდი საზომი - გამბედაობა და თავდადება სამშობლოსთვის! დიახ, მისგან თავგანწირვა იქნებოდა, რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვა ხმამაღლა ამაზე და შეეჩერებინა ჩვენზე შურდულივით გამოსროლილი ზეწოლა ომში ჩართვაზე, თუნდაც ამას მისი პრეზიდენტობა შესწიროდა. თუ როგორც გვეუბნებოდნენ, სტატუსი ომის სანაცვლოდ სურდა? რაში გვჭირდება ან სტატუსი ან რომელიმე ორგანიზაციის წევრობა, თუკი საქართველო არ იარსებებს და თუკი ამ ქვეყანაში ქართული გენი აღარ იქნება?


მაგრამ, საბედნიეროდ, ამას გადავურჩით და სტატუსსაც მივიღებთ მხოლოდ ხელისუფლების გამძლეობით, გონიერებით, თითოეული ჩვენგანის ბრძოლით და დღეს კიდევ ჩვენ გვეუბნება, რას ვეტყვით ჩვენს შვილებს? მე ჩემს შვილს ვეტყვი, რომ მას ჰყავდა მოღალატე პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა არ დაიცვა უკიდურესად დაძაბულ პერიოდში. ვეტყვი იმასაც, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოში ტყვიების ზუზუნის ხმას ველოდით,  ზურაბიშვილი თავისი შვილების კარიერაზე ზრუნავდა პოლიტიკური აგენტობის სანაცვლოდ. სალომე ზურაბიშვილია იმის ნათელი მაგალითი, რომ ხშირად წინაპრების გენი შთამომავლობაზე არ გადადი," - წერს ჩიბურდანიძე.