გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს: ძალიან რომ ამაყობ - მე, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალიო, კი ხარ შთამომავალი, მაგრამ აშკარად დაისვენა ბუნებამ შენზე

18-10-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას „ქართული ოცნების“ დეპუტატების მისამართით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადება - „მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი.“ უტიფრობაა, ვინაიდან სწორედ მან „დაახურდავა“ საკუთარი პასუხისმგებლობა შვილების მომავალში.

 

„სალომე ზურაბიშვილი, აბა, როგორ არიან შენები, დაფრთიანდნენ თუ ჯერ წამოსაჩიტები არიან კიდევ?


ეგეთი უტიფარი როგორ ხარ საკუთარი პასუხისმგებლობა, შვილების მომავალში დაახურდავე და სხვის შვილებზე ლაპარაკობ?

ძალიან რომ ამაყობ - მე დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალიო…


კი ხარ შთამომავალი, მაგრამ აშკარად რომ დაისვენა ბუნებამ შენზე ვერ ამჩნევ თუ არ იტყობ?

არ შეიტყო, პერო ხშირად ცვალე ხოლმე, თორემ იმდენი ნაგავი გაყრია, აღარ მოგიჩანს…“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.