18-10-2023
სამშობლოს ხომ უღალატა, პრეზიდენტის სავარძელი და ქვეყნის კონსტიტუცია ხომ ფეხქვეშ გათელა, ახლა უკადრებელიც იკადრა, ვის მხრებზეც გადაიარა მისმა გაპრეზიდენტებამ, მათ შვილებს შეეხო, თან სრულიად დაუმსახურებლად, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.
ფოჩუხამ შეაფასა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას ზურაბიშვილის მიერ უმრავლესობის წევრების მისამართით გაკეთებული განცხადება: „მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი.“
ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილმა მხოლოდ ის იცის, როგორ „გაქაჩოს“ საკუთარი შვილები, რომელთაგან ერთი თეთრ სახლში, ხოლო მეორე საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდა.
„სამშობლოს ხომ უღალატა, პრეზიდენტის სავარძელი და ქვეყნის კონსტიტუცია ხომ ფეხქვეშ გათელა, ახლა უკადრებელიც იკადრა, ვის მხრებზეც გადაიარა მისმა გაპრეზიდენტებამ, მათ შვილებს შეეხო, თან სრულიად დაუმსახურებლად, თუმცა მან ხომ მხოლოდ ის იცის, როგორ "გაქაჩოს" რუსული მეთოდებით საკუთარი შვილები.
ამ ქალმა სამშობლო ერთი შვილის თეთრ სახლში გამწესებით და მეორე შვილის მაკრონის ადმინისტრაციის დასაქმებაში გაცვალა.
აქამდე მეგონა სინდისს და მორალს ზედა ზღვარი ჰქონდა, ამ ქალის დღევანდელმა გამოსვლამ სამწუხაროდ აზრი შემაცვლევინა“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.