გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ირანის მოქალაქეს 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდა  

11-09-2018


ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

 

 

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. ხ. დამნაშავედ ცნო.  

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  ჰ.ხ.-მ  უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით -  52,8896 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაც მისგან იქნა ამოღებული.

სამართალდამცველებმა ჰ.ხ. 2018 წლის 6 მარტს  ქ. ბათუმში დააკავეს.  მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  260-მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის  საქალაქო სასამართლომ ჰ.ხ. დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.