გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტი ზურაბიშვილი თუ ამ დამარცხების ფონზე კიდევ დაიწყებს ხელების ქნევას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგება, იქ უკვე სხვა პასუხისმგებლობები დადგება

19-10-2023

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ უნდა სცეს პატივი და პირველ რიგში - თვითონ პრეზიდენტმა“, - ასე უპასუხა მედიის წარმომადგენლებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა კითხვაზე - გააგრძელებს თუ არა პრეზიდენტი უნებართვო ვიზიტებს.

 

მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურამ, რომელიც ჩავარდა, აჩვენა, რომ პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება.

 

„ამ იმპიჩმენტმა იმის ლუსტრაცია მოახდინა, რასაც ვამბობდით, მათ შორის, „ხალხის ძალა“, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის ავანგარდშია.

 

როდესაც პრეზიდენტი თავის ქვეყანაზე ამბობს, რომ იქ არ არის დემოკრატია და ყველაფერი ფორმალურად სრულდება, ბუნებრივია, მისი ვიზიტები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ვერ იქნება გამიზნული.

 

თუ ამ დამარცხების ფონზე კიდევ დაიწყებს ხელების ქნევას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგება და მაინც არ დაემორჩილება, იქ უკვე სხვა პასუხისმგებლობები დადგება.

 

აქ არავინ არავის არ ემუქრება. საუბარი არის იმ ინსტიტუტზე, რომელსაც ყველამ უნდა სცეს პატივი და პირველ რიგში, თვითონ, პრეზიდენტმა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.