გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა: USAID და სოროსის ფონდი აფინანსებს "შავი ფულით" პარლამენტში შევარდნის, პოლიციელების მანქანების დაზიანების, მოლოტოვის კოქტეილების მსროლელების ჯარიმების გადახდას

23-10-2023

გარდა იმისა, რომ ვიცოდით, უცხოელი აქტორების მხარდაჭერის შესახებ ქვეყანაში არეულობის მოწყობის დაფინანსებაში, გუშინ კიდევ უფრო უარესი დამტკიცდა. USAID-ი და სოროსის ფონდი აფინანსებს "შავი ფულით" (რადიკალური GDI-ის ვებგვერდზე არსად არ იძებნება პროექტი, რომლისთვისაც ჩაირიცხა გარკვეული თანხა) პარლამენტში შევარდნის, პოლიციელების მანქანების დაზიანების, მოლოტოვის კოქტეილების მსროლელების ჯარიმების გადახდას, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, ამ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი გახდა თუ რატომ უწევდნენ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები წინააღმდეგობას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას.

 

"ის რაც გუშინ "იმედის კვირის" ეთერში ვიხილეთ, გამაოგნებელია. გარდა იმისა, რომ ვიცოდით უცხოელი აქტორების მხარდაჭერის შესახებ ქვეყანაში არეულობის მოწყობის დაფინანსებაში, გუშინ კიდევ უფრო უარესი დამტკიცდა. USAID-ი და სოროსის ფონდი აფინანსებს "შავი ფულით" (რადიკალური GDI-ის ვებგვერდზე არსად არ იძებნება პროექტი, რომლისთვისაც ჩაირიცხა გარკვეული თანხა) პარლამენტში შევარდნის, პოლიციელების მანქანების დაზიანების, მოლოტოვის კოქტეილების მსროლელების ჯარიმების გადახდას. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. აი რატომ უწევდნენ წინააღმდეგობას მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები მარტის აქციებისას გამჭვირვალეობის კანონის მიღებას, რასაც მათი სპონსორებიც მხარს უბამდნენ. გუშინდელი ეს სკანდალი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა როლი ჰქონდათ უცხოელებს მარტის ძალადობრივ აქციებში. რაც შეეხება კოლექტიურ ლომჯარიებს, რაც არ უნდა უადგილო სარკაზმით აცხონ პოსტები მსგავსი ფაქტების გასანეიტრალებლად, ფაქტებს ვერაფერს მოუხერხებენ. ისინი და მათი სპონსორები ძირს უთხრიან ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიის განვითარებას, ამის პატიება კი არ შეიძლება და ხალხი პასუხს არჩევნებზე გასცემს" - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.