გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება

24-10-2023

31 ოქტომბერს რესპუბლიკაში Agile mentor-ის ორგანიზებით, ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. თიბისის მხარდაჭერით მთავარი გამომსვლელი, „ეჯაილ მანიფესტოს" თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იქნება, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთვება.


ღონისძიების მთავარი აქცენტი წელს Heart of Agile იქნება, თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებს ყველა ინდუსტრიაში და არამხოლოდ - სოფთვეარ დეველოპმენტში.


ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუსვან კითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორს, ჩაერთონ ნეთვორქინგში, გაიცნონ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორიცაა საერთაშორისოდ ცნობილი ეჯაელ ექსპერტი- ანტონ მარკი. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმობა პანელურ დისკუსიას, რომელზეც ქართული ტექნოლოგიური კომპანიები დანერგილ ეჯაილ გამოცდილებას გააზიარებენ.


ღონისძიების მთავარი სპიკერი, დოქტორი ალისტერ ქობერნი, 2020 წელს დასახელდა „ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს" შორის, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე.წ. use case-ებსა და ეჯაილ დეველოპმენტში.


თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.


ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.